სერვისის აღწერა
რენტგენოდაცვა
ჩვენი 30 წლიანი გამოცდილების მქონე საინჟინრო გუნდი გთავაზობთ თქვენი ჯანდაცვის ობიექტზე რენტგენოდამცავი საფარების მოწყობას და მის მოპირკეთებას თქვენთვის სასურველი საფარით(ვინილის, HPL-ის, თაბაშირ-მუყაოს ეპოქსიტით დაფარული პანელით, დეკორატიული მეტალის ან PVC პანელებით და ა.შ.). საავადმყოფოებში მაიონებელი გამოსხივებისგან დამცავი (როგორც წესი, ტყვიის ფურცლების, ბარიუმის ბათქაშის ან სპეციალური ბეტონის) საფარების მოწყობა სავალდებულოა ყველა იმ სივრცეში, სადაც მუდმივად ან ინტენსიურად გამოიყენება რადიაციული ტექნოლოგიები.
ქვემოთ მოცემულია იმ განყოფილებებისა და კაბინეტების ჩამონათვალი, რომლებიც სტრუქტურულ რენტგენოდამცავ ეკრანირებას მოითხოვს და რომლების რენტგენო დაცვის გამოცდილებაც აქვს ჩვენს საინჟინრო გუნდს.
01რადიოლოგიისა და დიაგნოსტიკის განყოფილება
- კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) კაბინეტები: მოითხოვს მაღალი ხარისხის იზოლაციას კედლებზე, ჭერსა და იატაკზე, ასევე სპეციალურ ტყვიისშემცველ მინებს ოპერატორის სამართავი ოთახისთვის.
- სტანდარტული რენტგენოგრაფიის ოთახები: სავალდებულოა კედლების, კარების და ფანჯრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ეკრანირება.
- ფლუოროსკოპიის კაბინეტები: მოითხოვს მძლავრ დაცვას რადიაციის ხანგრძლივი ექსპოზიციის გამო.
- მამოგრაფიის ოთახები: საჭიროებს შედარებით თხელ ტყვიის ეკვივალენტურ დაცვას, რადგან მამოგრაფიაში დაბალენერგეტიკული გამოსხივება გამოიყენება.
02ინტერვენციული მედიცინა და ქირურგია
- ანგიოგრაფიის კაბინეტები (Cath Labs): ესაჭიროება მაღალი დონის ინტეგრირებული რადიაციული დაცვა როგორც სტრუქტურულად (კედლები/კარები), ისე პერსონალისთვის (ჭერზე დაკიდებული და მოძრავი ტყვიის ეკრანები).
- ჰიბრიდული საოპერაციო ბლოკები: საოპერაციოები, სადაც უშუალოდ არის ინტეგრირებული C-Arm (მობილური რენტგენი), ანგიოგრაფი ან CT სისტემები, მოითხოვს კედლებისა და კარების შესაბამის მოპირკეთებას.
03ბირთვული მედიცინა და ონკოლოგია
- სხივური თერაპიის ბუნკერები (LINAC): ხაზოვანი ამაჩქარებლების ოთახები საჭიროებს მასიურ დაცვას. აქ ტყვიის ფურცლების ნაცვლად, ხშირად გამოიყენება რამდენიმე მეტრის სისქის სპეციალური მაღალი სიმკვრივის ბეტონის კედლები (ეგრეთ წოდებული ლაბირინთული შესასვლელებით).
- PET/CT და SPECT/CT კაბინეტები: გარდა თავად აპარატის ოთახისა, სპეციალური დაცვა სჭირდება პაციენტების მოსაცდელებსა და საინექციო ოთახებს, რადგან ამ დროს თავად პაციენტი ასხივებს რადიოაქტიური იზოტოპის მიღების შემდეგ.
- ცხელი ლაბორატორიები (Hot Labs): ოთახები, სადაც რადიოაქტიური ფარმაცევტული პრეპარატების მომზადება და ფასოვება ხდება.
04დამატებითი კაბინეტები
- სტომატოლოგიური რენტგენის ოთახები: განსაკუთრებით პანორამული რენტგენისა (OPG) და 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის (CBCT) დანადგარების განთავსების ადგილები.
- ლითოტრიფსიის კაბინეტები: თირკმლის კენჭების დისტანციური დაშლის ოთახები, სადაც პროცედურა რენტგენოლოგიური კონტროლით მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალი: დამცავი მასალის სისქე (ტყვიის ეკვივალენტი - Pb) და სპეციფიკაცია თითოეული ოთახისთვის ინდივიდუალურია. ის ზუსტად უნდა გამოითვალოს სამედიცინო ფიზიკოსის ან რადიაციული უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ. გამოთვლა ხდება აპარატურის მაქსიმალური ძაბვის (kVp), ოთახის სამუშაო დატვირთვის ფაქტორის, აპარატის კედლებთან დაშორებისა და მომიჯნავე სივრცეების დანიშნულების (მაგალითად, ესაზღვრება თუ არა მას პალატა ან დერეფანი) გათვალისწინებით.
მომართვის შემთხვევაში ადგილზე მოვა ჩვენი სპეციალისტი და დაგეხმარებათ ტექნიკური დავალების შედგენაში, რათა შესაძლებელი იყოს ხარჯთაღრიცხვის შედგენა და ოპტიმალური ფასის გამოყვანა.
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ სერთიფიცირებულ რენტგენოდამცავ მასალებს, რომლებიც თავადვე შემოგვაქვს საზღვარგარეთიდან. რენტგენოდამცავი სამუშაოების დასრულებისას შეგიძლიათ მოიწვიოთ თქვენი ნდობით აღჭურვილი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სერთიფიცირებული სპეციალისტი და შეამოწმებინოთ თქვენს ობიექტზე ჩვენს მიერ შესრულებული რენტგენოდაცვის ხარისხი.
ფოტოები
5 ფოტო

