სერვისის აღწერა
შენობის თბოიზოლაცია
ჩვენი 30 წლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფი გთავაზობთ თბოიზოლაციის სამუშაოების შესრულებას სხვა და სხვა ტიპისა და სპეციფიკის თბოსაიზოლაციო მასალითა და ტექნოლოგიით. ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ: თბოსაიზოლაციო მასალის თქვენი შენობის სპეციფიკისა და ფუნქციონალური დანიშნულების შესაბამისად შერჩევას, დამკვეთის ბიუჯეტის გათვალისწინებით ოპტიმალური ფასისა და მაღალი ხარისხის მასალების მოწოდებას და სამუშაოების შესრულებას ოპტიმალურ დროში მაღალ პროფესიონალურ დონეზე - გარანტიით. ჩვენს ჯგუფს აქვს ინდუსტრიულ, სამედიცინო, კომერციულ და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე უახლესი ტექნოლოგიის მასალებითა და მეთოდებით თბოსაიზოლაციო სამუშაოების შესრულების დიდი გამოცდილება. პირველ ეტაპზე შენობისა და მისი სხვა და სხვა სათავსების დანიშნულების მიხედვით ხორციელდება თბოიზოლაციის მასალის შერჩევა(PUR/PIR ქაფი და ან ფილა, ქვაბამბის რულონი ან ფილა, მინაბამბის რულონი ან ფილა, ელასტომერული კაუჩუკის რულონი ან ფილა და ა.შ.), დგინდება მასალის სისქე, გარცმის მასლა და სპეციფიკა, ხორციელდება ობიექტის მასალებით მომარაგება და თბოსაიზოლაციო სამუშაოს მაღალი კვალიფიკაციისა და დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ ოპტიმალურ ვადებში შესრულება.
თბოიზოლაციის გარდა ჩვენი კომპანია გთავაზობთ ჰიდრო და ხმის იზოლაციის მასალების მოწოდებასა და სამუშაოების შესრულებას.
01თბოიზოლაცია
ჩვენი 30 წლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფი გთავაზობთ თბოიზოლაციის სამუშაოების შესრულებას სხვა და სხვა ტიპისა და სპეციფიკის თბოსაიზოლაციო მასალითა და ტექნოლოგიით.
02ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ
- თბოსაიზოლაციო მასალის თქვენი შენობის სპეციფიკისა და ფუნქციონალური დანიშნულების შესაბამისად შერჩევას;
- დამკვეთის ბიუჯეტის გათვალისწინებით ოპტიმალური ფასისა და მაღალი ხარისხის მასალების მოწოდებას;
- სამუშაოების შესრულებას ოპტიმალურ დროში მაღალ პროფესიონალურ დონეზე - გარანტიით.
ჩვენს ჯგუფს აქვს ინდუსტრიულ, სამედიცინო, კომერციულ და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე უახლესი ტექნოლოგიის მასალებითა და მეთოდებით თბოსაიზოლაციო სამუშაოების შესრულების დიდი გამოცდილება.
ასევე სხვა და სხვა დანიშნულების მქონე ობიექტებზე ვახორციელებთ წყლის ან სხვა თხევადი მასალების რეზერვუარების თბოიზოლაციას და მასზე გარემო პირობებისაგან დამცავი საფარველების მოწყობას. ინდუსტრიული და კომერციული დანიშნულების ობიექტებზე განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სითბოსა და სიცივის აგენტების(ცხელი და გაცივებული წყალი, გლიკოლი, ორთქლი, ცხელი ზეთი და ა.შ.) ქსელებისა და მათი ჩამკეტ / მარეგულირებელი და მაკონტროლებელი არმატურის თბოიზოლაციას. პირველ ეტაპზე მილსადენების დანიშნულების მიხედვით(ორთქლის, ცხელი კონდენსატის, გაცივებული წყლის ცხელი/ცივი წყლის, მაცივარაგენტის და სხვა) ხორციელდება თბოიზოლაციის მასალის შერჩევა(PUR/PIR ქაფი და ფილა, ქვაბამბის პრეფაბრიკული მილი ან ფილა, მინაბამბის პრეფაბრიკული მილი ან ფილა/რულონი, ელასტომერული კაუჩუკის პრეფაბრიკული მილი ან ფილა/რულონი და ა.შ.), დაანგარიშდება მასალის სისქე, დადგინდება გარცმის მილების მასლა და სპეციფიკა, ხორციელდება ობიექტის მასალებით მომარაგება და თბოსაიზოლაციო სამუშაოს მაღალი კვალიფიკაციისა და დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ ოპტიმალურ ვადებში შესრულება.
თბოიზოლაციის გარდა ჩვენი კომპანია გთავაზობთ ჰიდრო და ხმის იზოლაციის მასალების მოწოდებასა და სამუშაოების შესრულებას.

ფოტოები
25 ფოტო

