მთავარ კონტენტზე გადასვლა

სერვის პრო

მულტიპროფილური საინჟინრო-სამშენებლო კომპანია — 1996 წლიდან.

01ისტორია

ერთ-ერთი პირველი თბოტექნიკური გუნდი საქართველოში

ჩვენი საინჟინრო გუნდი, რომელიც ამჟამად შპს „სერვის პრო“–ს სახელით ფუნქციონირებს, ჩამოყალიბებულია 1996 წელს. იგი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო თბოტექნიკური საშუალებების, ვენტილაციის, კონდიცირებისა და წყალ-კანალიზაციის სისტემების იმპორტის, რეალიზაციის, მონტაჟისა და სერვისის მხრივ.

გავლილი წლების მანძილზე იმპორტირებული და საქართველოს ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სხვადასხვა მოცულობისა და 18კვტ/სთ–დან 1000კვტ/სთ–მდე სიმძლავრის ცენტრალური და ავტონომიური გათბობის სისტემები, ასევე სხვადასხვა ტიპის, მოცულობისა და სიმძლავრის სავენტილაციო და ჰაერის კონდიცირების სისტემები. ათასობით კერძო სახლი და ბინა, 20-ზე მეტი კლინიკა და საავადმყოფო, მრავალი დიდი და მცირე სასტუმრო აღჭურვილია გათბობის, ვენტილაციის, ჰაერის კონდიცირების, ცხელი და ცივი წყლით მომარაგების სისტემებით.

ამავე პერიოდში შესრულებულია საწარმოო ფართებისა და ოფისების თბოუზრუნველყოფის, ცივი და ცხელი წყლით მომარაგების, ვენტილაციის და ჰაერის კონდიცირების, სამაცივრე სისტემების, ინდუსტრიული დანიშნულების მაღალი წარმადობის ორთქლის ქვაბების - 500 – 1000 – 3000კვტ/სთ, ორთქლის სადგურების, ორთქლის გამანაწილებელი ქსელების, ორთქლის სისტემების ავტომატური მართვისა და კონტროლის სისტემების მოწოდების, მონტაჟის და სერვისის პროექტები. ინდუსტრიული ცხელი წყლის მომზადებისა და საქვაბეების, ინდუსტრიული თერმო კამერებისა და მაღალჰიგიენური ზონების მოწყობის პროექტები.

სერვის პროს ობიექტი — დეკის იატაკი ტერასაზე

1996

გუნდის ჩამოყალიბება

02საქმიანობა

ჩვენ დაგეხმარებით ყველა სახის საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოებში

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი HVAC-ის სამუშაოებისა, ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების შენობების მეტალოკონსტრუქციებითა და სენდვიჩ-პანელებით პროექტირებასა და მშენებლობას. ასევე, ინტერიერის მოწყობის, სარემონტო, ელექტრომექანიკურ და სანტექნიკურ სამუშაოებს. ვასრულებთ ხმის, ჰიდრო და თბოსაიზოლაციო სამუშაოებს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.

იატაკისა და კედლის ვინილის (PVC) საფარების მოწოდება – მონტაჟს საფუძვლის მომზადებით. დეკისა და სხვა ტიპის ტექნოლოგიური, აწეული იატაკების მოწოდება – მონტაჟს ქვეკონსტრუქციის მოწყობით. სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიული და ჰიგიენური შეკიდული ჭერების, მათ შორის: Clip in, Lay in, Lay on, Grilatto და ა.შ. შეკიდული სისტემების მოწოდებასა და მოწყობას; მაღალტექნოლოგიური თბოიზოლაციის, ხმისა და ჰიდროიზოლაციის მოწოდებასა და მოწყობას.

ამჟამად ვახორციელებთ საქართველოში პირველი ბირთვული ფარმაცევტული საწარმოს მშენებლობისა და აღჭურვის სამუშაოებს ქალაქ თბილისში.

სერვის პროს ობიექტი — ლობის ინტერიერი

03რიცხვები

30 წლიანი გამოცდილება საინჟინრო საქმიანობაში

0
წლიანი გამოცდილება საინჟინრო საქმიანობაში
0
დიდი და მცირე პროექტი
0
კვალიფიციური თანამშრომელი
0
კმაყოფილი მომხმარებელი

პარტნიორები

ჩვენ დაგეხმარებით ყველა სახის საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოებში

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ.