მთავარ კონტენტზე გადასვლა

სერვისი

სამაცივრე სისტემები

სამაცივრე სისტემების და მაცივარ-საწყობების პროექტირება, მოწოდება, მონტაჟი, სრული დიაგნოსტიკა და სერვისი — მაცივარაგენტის ლაბორატორიული ანალიზით და პორტალზე ატვირთვით.

სერვისი მოიცავს

  • ✓კონსულტაციებს
  • ✓რეკომენდაციებს

21 ფოტო

სერვისის აღწერა

ჩვენს ქვეყანაში თანდათანობით სულ უფრო მატულობს სამაცივრე საწყობების რიცხვი, რაც შესაბამისად საგრძნობლად ზრდის მოთხოვნას სამაცივრე სისტემების სერვისებზე. ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს სერვისის სწორად მართვას, რადგან არასწორად ჩატარებულმა სერვისმა, არაკვალიფიციურმა კადრებმა და შეცდომით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სამაცივრე სისტემის დაზიანება, რაც მოგეხსენებათ შესაძლოა გახდეს საკმაოდ დიდი ზარალის მიზეზი თქვენი ორგანიზაციისათვის.

ჩვენი ფირმა, რომელიც საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაცია (GARCAE)-ეს აქტიური წევრია, გთავაზობთ მომსახურების სრულ ციკლს: მაცივარ-საწყობისა და სამაცივრე სისტემის თქვენი საჭიროებისამებრ პროექტირებას, შერჩევას, მოწოდებას, მონტაჟს და მონტაჟის შემდგომ სერვისებს.

მაცივარ-საწყობის სამაცივრე სისტემის სერვისის ეტაპები

01სრული დიაგნოსტიკა, ხარჯთაღრიცხვა და სერვისი

აღნიშნულ სისტემებსა და მეურნეობებს ვუკეთებთ სრულ დიაგნოსტიკას, პრობლემების აღმოფხვრისთვის საჭირო სამუშაოებისა და მასალების ხარჯთაღრიცხვას და სრულ სერვისს, რაც გულისხმობს: მთელი სისტემის ტექნიკურ დათვალიერებას, ამაორთქლებლებისა და კონდენსატორების გარეცხვა/გაწმენდას, წნევის, ტემპერატურისა და ელექტრული პარამეტრების მწარმოებლის მიერ დადგენილ სამუშაო პარამეტრებთან შესაბამისობაზე შემოწმებას, მაცივარაგენტის ჟონვაზე შემოწმებას, საჭიროების შემთხვევაში სისტემიდან მაცივარაგენტის ევაკუაციას (ამოტუმბვას), ლაბორატორიაში ანალიზის ჩატარებას, ანალიზის პასუხის შესაბამისად მაცივარაგენტის შეცვლას და/ან სისტემაში უკან ჩატუმბვას.

ჩატუმბვამდე ხორციელდება სისტემაში აზოტის შეტუმბვა, რათა სისტემა კარგად გამოშრეს და თან ჟონვაზე საბოლოოდ შემოწმდეს.

HVAC/R სისტემის მომსახურების ეტაპები ნაბიჯ-ნაბიჯ

02აზოტის გამოყენება სერვისის დროს

  • ჟონვაზე შემოწმება: აზოტით სისტემაში იქმნება მაღალი წნევა, რაც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს მიკრო-ნაპრალები და ცუდად მირჩილული ან გადაბმული ადგილები. ვინაიდან აზოტი არ იცვლის მოცულობას ტემპერატურის მცირე ცვალებადობისას ისე მკვეთრად, როგორც მაცივარაგენტი, წნევის ვარდნის ტესტი ბევრად უფრო ზუსტია.
  • ოქსიდაციის (მურის/ქერცლის) პრევენცია რჩილვისას: სპილენძის მილების მაღალ ტემპერატურაზე რჩილვის დროს, თუ შიგნით ჟანგბადია, წარმოიქმნება სპილენძის ოქსიდი — შავი ქერცლი და მური. ეს ნაწილაკები მოგვიანებით სწყდება კედლებს, მოძრაობს სისტემაში და ჭედავს ფილტრებს, კაპილარულ მილებსა და თერმორეგულირებად სარქველებს (TXV). რჩილვის პროცესში მილში სუსტი წნევით აზოტის მუდმივი გატარება ჟანგბადს სრულად დევნის და მილს შიგნიდან იდეალურად სუფთას ტოვებს.
  • სისტემის გამორეცხვა და ჭუჭყის გამოდევნა: სისტემის რემონტისას (მაგალითად, კომპრესორის გადაწვის ან ძველი მილგაყვანილობის ქსელის გამოყენების შემთხვევაში), სპეციალური გამრეცხი სითხეების შეყვანის შემდეგ, მაღალი წნევით აზოტის შებერვა ეფექტურად დევნის ძველი ზეთის, მჟავებისა და ფიზიკური ჭუჭყის ნარჩენებს.
  • ტენის მოცილება და გამოშრობა: აზოტი ხელოვნურად გამომშრალი აირია. სისტემაში მისი გატარება შთანთქავს მილის კედლებზე დარჩენილ ტენს და ფიზიკურად გამოაქვს ის გარეთ, რაც ვაკუუმირების პროცესს ბევრად აადვილებს.
  • სამმაგი ვაკუუმირების პროცესი (Triple Evacuation): ღრმა და ხარისხიანი ვაკუუმის მისაღწევად, მხოლოდ ვაკუუმ-ტუმბოს ჩართვა ხშირად არ არის საკმარისი (განსაკუთრებით დიდ სისტემებში ან თუ სისტემაში ბევრი ტენი მოხვდა). ამ დროს ვიყენებთ სამმაგი ვაკუუმირების მეთოდს: ვაკუუმირების ეტაპებს შორის ვტუმბავთ აზოტს მცირე წნევით, რათა დავარღვით ვაკუუმი. აზოტი „ერევა“ დარჩენილ არაკონდენსირებად აირებსა და ტენის ორთქლს და მომდევნო ვაკუუმირებისას ისინი მარტივად გამოიდევნება სისტემიდან.

03ხელახალი გაშვება, ტესტირება და პორტალზე ატვირთვა

ამის შემდეგ სისტემაში კვლავ ვტუმბავთ მაცივარაგენტს, ზეთს და სისტემას ახლიდან ვუშვებთ. ხორციელდება სისტემის მუშაობის ოპტიმიზება და ტესტირება. თუ სისტემა გაივლის ახალ ტესტირებას და უპრობლემოდ გავა სამუშაო რეჟიმზე, აღნიშნული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ვტვირთავთ პორტალზე, რათა ჩვენი მომსახურების ობიექტი აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ ნორმებს.

ფოტოები

21 ფოტო

1 / 21⤢ გადიდებადამტვირთველ-დამცლელი კამერები

გჭირდებათ სამუშაოების შეფასება?

მიუთითეთ პროდუქტი და რაოდენობა — მოგაწოდებთ მიმდინარე ფასს და მოწოდების ვადას.