ბეტონის ბურღვა

ბეტონის ბურღვა და ჭრა ხორციელდება ნებისმიერი სახის რკინაბეტონის კედლებში, იატაკებსა და ჭერში საინჟინრო ან სხვა ნებისმიერი დანიშნულების ღიობის ამოსაჭრელად სპეციალური საბურღი დანადგარით(ე.წ. სვეტოვანი ბურღვის დანადგარი), რომელსაც შეუძლია არმირებულ ბეტონში ზუსტი დიამეტრის ღიობის ამოჭრა სწრაფად, ნგრევისა და ვიბრაციის გარეშე. ძირითადად გამოიყენება რკინაბეტონის გადახურვებსა და კედლებში სავენტილაციო შახტების, წყალმომარაგების, საკანალიზაციო დგარების, ელექტროობისა და სხვა საინჟინრო კომუნიკაციების გაყვანის მიზნით. ასევე შენობის დემონტაჟის მიზნით ხორციელდება მისი მზიდი კონსტრუქციის ელემენტების დასუსტება ზემოაღნიშნულში საჭირო დიამეტრის ღიობების გაჭრის გზით. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა რკინაბეტონში ღიობების ამოღება ხორციელდება დეკორატიული მიზნებით და სხვა. ჩვენს კომპანიას შპს „სერვის პრო“ ჰყავს ექსპერტის დონის შესაბამისი სპეციალისტები და უახლესი ტექნოლოგიის მოწყობილობა – დანადგარები აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის. სვეტოვანი ბურღვის პროცესი ერთი შეხედვით მარტივი და უსაფრთხოა, თუმცა სპეციალური ცოდნის, აღჭურვილობისა და მოწყობილობების გარეშე ამ სამუშაოების შესრულება საკმაო საფრთხეებს შეიცავს და მათი შესრულება შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალებს და პროფესიონალური ტექნიკით  აღჭურვილ კომპანიებს.

სერვისი მოიცავს

კონსულტაციებს

რეკომენდაციებს

Phone:

+995598992233

Copyright © 2019. All Rights Reserved.