HVAC - გათბობა, ვენტილაცია, ჰაერის კონდიცირება

HVAC (გათბობა, ვენტილაცია, ჰაერის კონდიცირება)სისტემების პროექტირება და მონტაჟი
სერვისი მოიცავს

კონსულტაციებს

რეკომენდაციებს

გათბობა-ვენტილაცია-ჰაერის კონდიცირება

HVAC სისტემები

       გათბობა, ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირება კომფორტის ის კომპონენტებია, რომლებსაც არ გააჩნიათ ხარისხის, მრავალფეროვნებისა და ღირებულების ზღვარი. შესაძლებელია ყველა ეს კომპონენტი წარმოდგენილი იყოს როგორც ცალკე სისტემა ან მოწყობილობა, ასევე ერთმანეთში ინტეგრირებული მაღალეფექტური, ცენტრალიზებული და ავტომატურად მართვადი სისტემა, რომელსაც კომპიუტერული პროგრამა ადამიანის ჩარევის გარეშე ამუშავებს.

 

დაზოგე ენერგია და ფული !!!

       მიმდინარე ეკოლოგიური და ენერგეტიკული გამოწვევები გვაიძულებენ სულ უფრო მეტად დავხვეწოთ და განვავითაროთ სითბური ენერგიის უკუგების მეთოდები და მოწყობილობები. დედამიწაზე ენერგო რესურსების შემცირების ტენდენცია ენერგომატარებლებზე ფასების მუდმივ მატებას იწვევს. რეკუპერაციის გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელი გახდა საშუალო და მსხვილი სიდიდის ობიექტების სითბოთი და სიცივით უზრუნველყოფა.

 

ყურადღება მიაქციე შენ ირგვლივ არსებული გარემოს ჰაერს !!! რას სუნთქავ ???

       ჰაერის მხოლოდ გაცივება და გათბობა აღარ არის საკმარისი სრული კომფორტისა და ჯანმრთელი გარემოს შექმნისათვის. დღესდღეობით სულ უფრო ხშირად გვიწევს ჰაერის დამუშავებაზე ზრუნვა, რათა მისი ხარისხი საჭირო პარამეტრებს შევუსაბამოთ. ჰაერის დამუშავება ტემპერატურის რეგულირების გარდა მისი სისუფთავის, ტენიანობის და ნაკადების მართვასაც გულისხმობს.

 

გვენდე ჩვენ – შეიქმენი ჯანსაღი და კომფორტული გარემო !!!

       საკმაოდ რთულია ინფორმაციულად უკიდურესად გადატვირთულ ეპოქაში ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შექმნისათვის საჭირო ყველა ელემენტის შესწავლა და მათგან ოპტიმალურის შერჩევა. ჩვენი საერთაშორისო გუნდი, რომელსაც აღნიშნულ სექტორში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს სიამოვნებით გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაციებს, მოგცემთ რეკომენდაციებს და შეიმუშავებს ოპტიმალურ კონცეფციას თქვენი საჭიროებისა და/ან ტექნიკური დავალების შესაბამისად.  

Phone:

+995598992233

Copyright © 2019. All Rights Reserved.